Sunday, June 8, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

არ დავღლილვარ, მიუხედავად უჰაერობის და სიცხისა და სათვალეც სახლში დამრჩა,

Saturday, June 7, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღემ მშვიდად ჩაიარა. გვიხარია,რომ ცოცხლები ვართ!

Saturday, November 13, 2010

სტუმარ-მასპინძლობის ადათ-წესები და ტრადიციები თიანეთში

1. სახელი-სტუმარ-მასპინძლობის ადათ-წესები და ტრადიციები თიანეთში
2. მიზანი: პროექტის მიზანია ეთნოგრაფიული კვლევის სიფუძველზე მოსწავლეთა დაინტერესება მშობლიური რაიონის  ადათ-წესებითა და ტრადიციებით.  მათთვის გასაგები და ხელმისაწვდომი ფორმით ჩაბმა გუნდურ მუშაობაში, რაც შემდგომში დაეხმარება მათ დამოუკიდებელ, მოაზროვნე პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ისინი მიეჩვევიან პრობლემის სწორად განსაზღვრას და მის გადასაჭრელად სათანადო სამუშაოების შესრულებას. აგრეთვე, თიანეთის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის, ოსების ცხოვრების წესისა და ტრადიციების შესწავლა .  
3. აღწერა: პროექტის განხორციელების მიზნით მოსწავლეთა გუნდი მასწავლებელთან ერთად  შეისწავლის და ერთმანეთს შეადარებს თიანელებისა და თიანეტის რაიონში მცხოვრები ოსების სტუმარ-მასპინძლობის ადათ-წესებსა და ტრადიციებს.        შემუშავდება განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა. შეირჩევა შემდეგი საკითხები:
1. ეთნოგრაფიული ექსპედიცია მარშრუტით თიანეთი-ბოჭორმა,
2.ფოლკლორის საღამო ერთი მიწა-წყლის შვილები, 
3. ლიტერატურული კომპოზიცია ერთი მიწა-წყლის შვილები;
4. ლიტერატურული კომპოზიცია ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი 21-ე საუკუნეში;
4. ეთნოგრაფიულინარკვევის გამოცემა.
 ეთნოგრაფიული პროექტის განსახორციელებელი ღონიძიებები ემსახურება მშოლიური კუთხის ადათ-წესებისა და ტრადიციების უ კეთ გაცნობას. ამ მიზნით სწავლების ახლებური მეთოდების გამოყენებასა და დანერგვას სკოლაში(კერძოდ,8,9, 10 კლასებში).
 შეიქმნება სწავლების ახალი მეთოდებით დაინტერესებულ , თანამოაზრე ჯგუფთან თანამშრომლობის პირობები.
 მოხდება სწავლებისა და კვლევითი მუშაობის ჩატარების მეთოდებს შორის მსგავსების მოძებნა, გაანალიზება და სწავლების ტრადიციულ მოდელში თანდათანობითი ცვლილებებისშეტანა..
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16წელი;
5. ხანგრძლივობა: 1 თვე
6. მოსალოდნელი შედეგები:ა) სწავლების პროცესში სიახლეების შეტანა და დანერგვა ხელს შეუწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის საქმიანი თანამშრომლობის დამყარება; ბ) კლასებს შორის შეიქმნება ჯანსაღი გარემო,რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე; მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ პრობლემისადმი სწორი მიდგომისა და მისი გადაჭრის , სწორი არჩევანის გაკეთების, სხვისი აზრის პატივისცემის უნარ-ჩვევები. შეეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას.გ)პროექტის განხორციელებეში მშობელთა მონაწილეობაგაზრდის მათდაინტერესებას და აქტიურ ჩართვას სკოლის ცხოვრებაში.
7.     სარგებელი სხვებისთვის:პროექტის განხორციელების შემდეგ ჩამოყალიბდება გარკვეული ცოდნა საქართველოს მთიანეთში დამკვიდრებულ ტრადიციებსა და ადათ-წესებზე სტუმარმასპინძლობასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ცოდნა არ იქნება მოსწავლეთა პატარა ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი.თიანეთის რაიონის საჯარო სკოლები მიიღებენ თითქმის სრულყოფილ ეთნოგრაფიულ ნარკვევს, რომელშიც ეთნოგრაფიულ მასალასთან ერთად თავს მოიყრის ხალხური სიტყვიერების ნიმუშები,მათში აღწერილია მთიელთა განსაკუთრებული დამოკიდებულება სტუმრის მიმართ. გაიგებენ, რომ ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელზე“ უფრო მძაფრი სიუჟეტის ამბებიც შემოუნახავს ხალხის მეხსიერებას(თუნდაცის ამბავი, ოჯახში სტუმრად მოსული მოსისხლე მტრის მოკვლა დიასახლისმა რომ არ აპატია საკუთარ ნათესავებს და შინ დაბრუნებულ ქმარს სისხლი ააღებინა). პროექტის მასალებით დაინტერესდებიან მუზეუმისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
8.   სამუშაო ენა: ქართული
9.  მონაწილეები სხვა სკოლიდან: ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
10.  ეროვულ სასწ. გეგმასთან კავშირი:ინტეგრირებული გაკვეთილები-ქართული ლიტ. ისტორია, გეოგრაფია,ისტ-ი.
11. პროექტის ფასილიტატორი: ნათელა კოჭლამაზაშვილი
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:natela.kochlamazashvili@gmail.com